სტოუნჰენჯი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მის შესახებაც ხანგრძლივი პოლემიკა მიმდინარეობდა და დღემდე სადაოა რა მიზნითაა იგი აგებული.
ბრიტანულმა გამოცემებმა: ”The Guardian”, ”Time”, ”Telegraph” და ”Daily Mail” გამოაქვეყნეს მეცნიერთა ანგარიში სტოუნჰენჯთან დაკავშირებით. საუკუნეების მანძილზე მეცნიერები თუ ფილოსოფოსები ცდილობენ გაარკვიონ საიდუმლო, რომელსაც სტოუნჰენჯი ათასწლელების მანძილზე მალავდა. რა მიზნითაა უზარმაზარი ქვები წრიულად განლაგებული? ამ კითხვაზე პასუხს ბევრი დრუიდებსა ( კელტი მღვდლები) და უცხოპლანეტელებს უკავშირებდა, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მათ ამ ამოუცნობი ფენომენის ნამდვილ საიდუმლოს ფარდა ახადეს.
მკვლევარები ამბობენ, რომ სტოუნჰენჯი არის ბრიტანული ქვის ხანის სიმბოლო და თითოეული ქვა სხვადასხვა ტომობრივ ფრაქციას წარმოადგენს. მათ აარჩიეს ადგილი რომელიც წარმოადგენს ზაპხულის ბუნიობისა და ზამთრის ნაბუნიობის ღერძს. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ადგილი ბრიტანეთის ამ უძველეს მკვიდრებს მსოფლიოს ცენტრად მიაჩნდათ. სწორედ, ამიტომ მათ უზარმაზარი მეგალითების აღსამართად ეს ადგილი აარჩიეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სტოუნჰენჯი არც ისეთი უნიკალურია, როგორიც ის ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილია, რომ სტოუნჰენჯამდეც არსებობდა სხვა მსგავსი ქვის მონუმენტები.
No comments:
Post a Comment